წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტში თქვენ ეცნობით შპს არქიგრამის (ს/კ:400268919) ვებგვერდს WWW.ARCHIGRAMI.ge-ის, ელექტრონული კომერციის ვებგვერდის მოხმარების წესებსა და პირობებს. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ჩვენ - შპს არქიგრამი თქვენ - ვებგვერდის მომხმარებელი ვებგვერდი - შპს არქიგრამის საკუთრებაში არსებული ზემოთ აღნიშნული ვებგვერდი. ამ წესების და პირობების გაცნობით, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ მოგაწოდოთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საიტის მომხმარებელსა და მოხმარებასთან. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი ვებგვერდის გამოყენების პირობებს. ზოგადი წესები და მოქმედების სფერო საიტის გამოყენების წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას თქვენ და ჩვენ შორის. თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობის ფაქტი ავტომატურად მოგაქცევთ საიტის გამოყენების წესების და პირობების მოქმედების სფეროში და გულისხმობს იმას, რომ თქვენთვის ცნობილია საიტის გამოყენების წესები და პირობები და სრულად ეთანხმებით მათ. საიტის გამოყენების წესებისა და პირობების მოქმედება თანაბრად ვრცელდება სერვისის მომხმარებელზე, იმის მიუხედავად, თუ რომელი ტექნიკური საშუალების გამოყენებით ხდება სერვისებზე წვდომის მოპოვება, იქნება ეს ვები (WWW), მობილური ტელეფონი, RSS არხი, მესამე პირების მიერ შექმნილი საკომუნიკაციო პლატფორმები თუ სხვა ნებისმიერი საშუალება.

რას ნიშნავს ვებგვერდით სარგებლობა

შპს არქიგრამის საიტის საშუალებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გაეცნოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ განხორციებულ/მიმდინარე არქიტექტულ და სამშენებლო პროექტების შესახებ.

ჰიპერბმულები

იმ შემთხვევაში თუ ვებ გვერდზე მოცემულია ჰიპერბმული, რომელიც გადამისამართდება შპს არქიგრამის ვებგვერდზე, მაშინ მოქმედებს ვებგვერდის გამოყენების წინამდებარე პირობა. თუ ჰიპერბმული გადაგამისამართებთ სხვა კომპანიის/ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში/სარგებლობაში მყოფ საიტზე, მაშინ სხვა საიტის მოხმარების წესები დაექვემდებარება მათივე საიტზე განთავსებულ წესებს.

ჩვენ მკაცრად ვიცავთ მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს

იმისათვის, რომ ინფორმირებული იყოთ, რა ტიპის პერსონალური მონაცემები მუშავდება ჩვენს კომპანიაში მომხმარებლების შესახებ და როგორ ხდება მათი გამოყენება, გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე დოკუმენტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, კერძოდ: პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ მხოლოდ იმ საფუძვლით, იმ მიზნით და იმ მოცულობით, რაც კანონმდებლობით დადგენილია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად და ჩვენი რწმენით, მისი ადექვატური და პროპორციულია; პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემთ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე; თვალყურს ვადევნებთ ჩვენთან არსებული ინფორმაციის სიზუსტეს და მის განახლებას; უზრუნველვყოფთ პერსონალურ მონაცემთა ისეთ უსაფრთხოებას, რაც იცავს მას არასანქცირებული ხელყოფისგან. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით, ჩვენთან მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც მას გადმოგვცემთ. ამასთან, ჩვენი დასაქმებულები, რომელთაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წვდომა აქვთ გარკვეული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებთან, მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შებოჭილნი არიან პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურად შენახვისა და არასანქცირებული გამჟღავნებისაგან თავის შეკავების ვალდებულებით. გარდა ამისა, ჩვენს საიტზე შემოსვლისას თქვენს მიერ არ ხორციელდება პერსონალური მონაცემების ჩვენთვის გადმოცემა, თქვენს მონაცემებს მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში თავად გვაწვდით/გვიგზავნით. ამასთან თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენს თანამშრომლების დაშვება ხორციელდება მხოლოდ მისთვის დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში. ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ჩვენთან არსებულ პერსონალურ მონაცემებს არ ვყიდით და არ გადავცემთ სხვა კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის. რომელი პერსონალური მონაცემები გროვდება ჩვენთან ჩვენთან ხდება რამდენიმე კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება. კერძოდ: საკონტაქტო ინფორმაციას რაც აუცილებელია თქვენთან დასაკავშირებლად.

მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ


ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან განზარახი უკანონო დამუშავების, დაკარგვის, განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, მოპოვების ან გამოყენებისაგან. ვცდილობთ, ამ მიმართულებით უსაფრთხოების ღონისძიებების მუდმივ დახვეწას და დამუშავებას.

თქვენი უფლებების შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ: ა) მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე; ბ)მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებულ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება; გ) უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება; დ) ნებისმიერ დროს, მოითხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა; ე) კანონის საფუძველზე სხვა ნებისმიერი თქვენთვის მონიჭებული უფლება მოსილების განხორციელება. ამასთან თქვენ უფლებამოსილი ხარ უარი გადაცხადოთ თქვენი მონაცემების მოწოდებაზე. ასევე თუ გსურთ კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლების განხორციელება, ეს შესაძლებელია წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში

ვიტოვებთ უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დროდადრო შევიტანოთ ცვლილებები წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში.

ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით

იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგვაწვდით არასწორ ინფორმაციას ჩვენს მიერ საიტის საშუალებით დასმულ შეკითხვაზე, ჩვენ გვექნება უფლება უარი განვაცხადოთ ზარალის/ზიანის ანაზღაურებაზე.

კონფიდენციალურობის დაცვა

შპს არქიგრამი უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჩვენი მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, შპს არქიგრამი იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების ჩვენთვის მოწოდების დროს. კონფიდენციალური ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ გამოიყენოს ისეთი ავტომატური საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩვენს უსაფრთხოებასა და დაცულობას. ვებგვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი „ელექტრონული ნაკვალევი", შესაძლოა გამოყენებულ იქნას არქიგრამის დამახასიათებელი ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად, ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს არქიგრამისათვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებგვერდზე მითითებული პროდუქტისა თუ მომსახურების თაობაზე.

საავტორო უფლებები

ის მასალა, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე, მათ შორის ჩვენი სავაჭრო ნიშნ(ებ)ი, ლოგო, განკუთვნილია არაკომერციული გამოყენებისთვის, დაცულია საავტორო უფლებებით, წარმოადგენს შპს არქიგრამი-ს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მათზე სრულად ვრცელდება შპს არქიგრამის-ს საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება. აკრძალულია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუქცირება, დისტრიბუცია, შესრულება, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით ექსპლოატაცია.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას და დავნერგეთ ყველა აუცილებელი მექანიზმი იმისთვის, რომ სერვისებზე თქვენი წვდომა იყოს მუდმივი, უწყვეტი და უსაფრთხო, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას ამასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. მსგავსი სახის რისკებისგან თავდასაცავად, თქვენ უფლებამოსილი ხართ, მიიღოთ და დანერგოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, სერვისებით სარგებლობის დროს კომპიუტერულმა დაინფიცირებამ ან პროგრამული ნაწილის ნებისმიერმა დესტრუქციულმა ელემენტმა გამოიწვიოს. ვებგვერდზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებში, თუ ვებგვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის. აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.

ცვლილებები

ჩვენ უფლებამოსილები ვართ ნებისმიერ დროს შევიტანოთ ცვლილება წინამდებარე წესებსა და პირობებში. ასევე, შესაძლებელია მოხდეს ვებგვერდის რედიზაინი. ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება გაცნობოთ იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა ჩვენს ვებგვერდზე.

მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

საიტის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა საქართველოში. ჩვენ წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობასთან, ასევე ამ საიტის გამოყენების წესების და პირობების დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: თბილისი, ყაზბეგის 24გ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე (+995 032 2 11 44 22 ), ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@archigram.ge